среда, 24 октября 2012 г.

სასწავლო პროექტი


სამიზნე ჯგუფი
მერვე კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა 9.
პროექტის სასწავლო მიზნები
1.პროექტის ბოლოს მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი მკლევარის საქმიანობის შესზხებ;
2. განუვითარდებათ თვითშეფასებისა და თვითკონტროლის, კლევის დაგეგმვის, ჩატარების, მონაცემების სეგროვება–დამუშავების და გაანალიზების უნარი;
 3.შეაფასებენსაკუთარ თავზე დაკვირვებით, ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობას, ნერვული, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის ადაპტურ მოქმედებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი–ინდიკატორები.
ბიოლოგია მერვე– 5–6 მსჯელობს საჭმლის , მონელების, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების, ურთიერთ კავშირების შესახებ, ადგენეს  სქემებს;
ინდიკატორები:1.–8–7 ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს, გაზომვას, მოსმენას,(წნევა,პულსი, სუნთქვის სიხშირე), ვიზუალურ დაკვირვებას. შეგეგებს წარმოადგენს ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკების სახით.
2. კლევა 8 –2. მოსწავლეს შეუძლია კლევითი პროცედურის განხორციელება( მონაცემების აღრიცხვა).
3. კლევა 8 –3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშვალებებით.
4.კვლევა 8–4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ავნალიზი და შეფასება


მსვლელობა ( აქტივობა და დრო)
მოსამზადებელი სამუშაო: მიზანი გააცნოს მერვე კლასის მოსწავლეება და დირექციას.
დაკონკრეტეს, რომელი წყაროებიდან მოეპოვებინათ ინფორმაციები: ენციკლოპედიებიდან, ჟურნალებიდან, ბიოლოგიის სახელმძღვანელოებიდან, ინტერნეტიდან.
           დაგინდა სამუშაო ვადები
ორი საათი. მათი ჩატარების ადგილი (ბიოლოგიის კაბინეტი).

საკლასო პროექტის გეგმა,განხორციელება და ვადები:
                  
                1.აქტივობა
1.ორგანიზაციული მომენტი დრო 5წთ.
2.აქტივობა: მასწავლებლის შესავალი სიტყვა: დღეს ჩვენი გაკვეთილი უჩვეულო იქნება ,რადგან ვატარებთ კვლევას ჩვენს ორგანიზმზე( წნევა,პულსი, სუნთქვის სიხშირე,). გულის ნორმალერ მუშაობას ხელს უწყობს ფიზიკური ვარჯიში,აქტიური ცხოვრების წესი. ამ დროს იზრდება გულის კუნთში განვლილი სისხლის მოცულობა, სხეული უკეთესად მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ორგანიზმის დატვირთვით იზრდება სუნთქვის სიხშიერე რაც უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მოწოდებას.

        3. აქტივობა კვლევა:
1. მშვიდ მდომარეობაში გულის შეკუმშვის( პულსი, სუნთქვის სიხშირის და წნევის გაზომვა;       
                                                დრო 20 წთ.

მასწავლებელი რიგრიგობით მოსწავლეებს უზომავს წნევას, პულსს და სუნთქვის სიხშირეს( წნევის აპარატით და პალპაციით, წამზომის გამოყენებით), რასაც აფიქსირებენ მონაცემების სადემონსტრაციო ფურცელზე.

2. 1წთ. განმავლობაში თითეული მოსწავლე აკეთებს ბუქნებს მაქსიმალური შესაძლებლობით. მასწავლებელი უზომავს გულის ცემას, სუნთქვის სიხშირეს და შეაქვს მონაცემების ფურცელზე. პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახარისხებენ და ინახავენ მონაცემების ფურცლებს.
                    დრო .     20 წთ.


                       აქტივობა მეოთხე
1.      მიღებული მონაცემებიდან ჯგუფები ადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს და გრაფიკებს. ამზადებენ კომპიუტერსი სესატანად.
2.       შაჯამეს შედეგები: თავიანთი აგებული ცხრილების, დიაგრამების გრაფიკების მიხედვით და გადაიტავეს დემონსტრაციის დაფაზე  
                                             დრო 20 წთ.
3.      თვითეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაციები თუ როგორ იზრდება სუნთქვისა და გულის ცემის სიხშირის მაჩვენებლები ფიზიკური დატვირტვის შედეგად; რა გავლენას ახდენს ვარჯიში ორგანიზმზე.

        რეფლექსია შედგა შემდეგი შეკითხვებით

მოგეწონათ თუ არა მუშაობის ამგვარი ფორმა? რა იყო საინტერესო გაკვეთილში. რა არ გამოგვივიდა გაკვეთილში რა რჩევებს მისცემდით ერთმანეთს მიღებული შეგეგების საფუძველზე? რა დასკვნა გამოიტანეთ კლასის ფიზიკური განვითარების შესახებ? აუცილებელია თუ არა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება?

                                                                                            დრო 20წთ.
შეფასება
ა) ურთიერთშეფასება– რომელი მოსწავლეები იყვნენ გამორჩეული მსჯელობის უნარით

ბ) სიტყვიერიშეფასება მასწავლებლის მიერ
                                  დრო 5 წთ.
საგანმანთლებლო რესურსი.
ტექნიკა და ინსტრუმენტები: წნევის აპარატი ,წამზომი, ფურცლები მონაცემების შესატანად, მარკერები, წებოვანი ლენტი ,საწერი კალამი, ციფრული აპარატი, კომპიუტერი.

       ინფორმაციის წყაროები:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა
2. ბიოლოგიის სახელმძღვანელოები
3.ადამიანის ანატომაია(ცუზმერი,პეტრიშინა)
4.ინტერნეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий