მთავარი თემა | სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა |
სწავლების საფეხური | მეორე საფეხური |
მოსწავლეთა პროფილი | მერვე კლასი: კლასში 8 მოსწავლეა მოსწავლეები. განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებენ. |
გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობა | მოსწავლეები სწავლობენ გულის აგებულებას სისხლის მოძრაობის თავისებურებებს ორგანიზმში. პირველი დახმარების ღონისძიებებს არტერიული, კაპილარული და ვენური სისხლდენის დროს, რომელსაც გამოიყენებენ საჭირო სიტუაციაში. |
მიზნები და შედეგები | შედეგი–5 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიურიდა ფიზიოლოგიური თავისებურებები. ინდიკატორი_4: მიზანი–იყენებს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის სქემას/მოდელს მისი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ. მოიპოვებს ინფორმაციას სისხლდენის სახეებზე (ისტ_ის გამოყენებით); შეისწავლის I დახმარების ღონისძიებებს კაპილარული, ვენური და არტერიული სისხლდენის დროს, რომელსაც გამოიყენებს საჭირო სიტუაციაში. |
აუცილებელი წინარე ცოდნა | მოსწავლემ იცის, რომ სისხლის საშუალებით ორგანიზმი ღებულობს საკვებს და ჟანგბადს. ძუძუმწოვრების გული, რომ 4საკნიანია და აქვს სისხლის მიმოქცევის ორი წრე მცირე და დიდი. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მიღებული ცოდნა და სქემებზე მუშაობის უნარ ჩვევები. სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებზე მსჯელობა, მოსწავლეთა მიერ სიმულაციური თამაშების წარმოდგენა: ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანისათვის კაპილარული ვენური და არტერიული სისხლდენის დროს პირველი დახმარების აღმოჩენა. |
გამოყენებული მასალები და ტექნიკური საშუალებები | VIII კლასის ბიოლოგიის წიგნში მოცემული ილუსტრაციები. ტაბულა_“გულის აგებულება და სისხლის მიმოქცევა, გულის მოდელები სამუშაო ფურცლები_ინსტრუქციები.შესაბამისი მასალებით ისტ_ით მოპოვებული ინფორმაციები პირველი დახმარების ღონისძიებებზე კაპილარული, ვენური და არტერიული სისხლდენის შემთხვევაში. |
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი | I აქტივობა_საშინაო დავალების შემოწმება ფრონტალური კითხვებით: რა მიეკუთვნება ორგანიზმის შინაგან გარემოს რა ფუნქცია აქვს ერითროციტებს? რა არის სისხლის მოძრაობის ძირითადი ორგანო? მოსწავლეთა ორგანიზება მთელ კლასთან, დრო 5 წუთი. II აქტივობა_ ახალი მასალა_გული, სისხლის მიმოქცევის წრეები და პირველი დახმარება სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მოსწავლეებს უსვამ კითხვებს: რამდენი ნაწილისაგან შედგება ძუძუმწოვრების გული? მოსწავლეთა პასუხი: ძუძუმწოვრების გული შედგება 4 ნაწილისგან, ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ტაბულაზე ვუჩვენებ წინა გულებსა და პარკუჭებს, ვაჩვენებ მათგან გამომავალ არტერიებს ვუხსნი, რომ წინა გულებსა და პარკუჭებს შორის არის კარიანი სარქველები, რომლებიც იხსნება პარკუჭის მიმართულებით, ხოლო პარკუჭებსა და მისგან გამომავალ არტერიებს შორის არის ნამგლისებრი სარქველები და რომ სარქველები უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით. მოსწავლეებს ვაძლევ გულის მოდელებს, რომელზედაც წიგნის ილუსტრაციების დახმარებით არკვევენ წინა გულებს, პარკუჭებს გულის კედლების სისქეს სარქველებს და არტერიებს. ვასახელებ სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზებს დიდი წრე–მარცხენა პარკუჭიდან არტერიების, კაპილარების და ვენების გავლით მარჯვენა წინა გულამდე; მცირე წრე–მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარების და ვენების გავლით მარცხენა წინა გულამდე. ტაბულაზე მოსწავლე კლასს უჩვენებს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზას. მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს როგორ იცვლება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში სისხლის შედგენილობა. III აქტივობა_ისტ_ით www.cyh.com/health topics მოპოვებილი ინფორმაციის გაცნობა სისხლდენის სახეებზე და პირველი დახმარების აღმოჩენის ღონისძიებებზე. მოსწავლეთა ორგანიზება_მთელ კლასთან დრო 20 წუთი. IV აქტივობა_სიმულაციური თამაშები: მოსწავლეებს ვურიგებ ინსტრუქციებს. სისხლდენის სახეებზე ეცნობიან და ირჩევენ ჯგუფის წევრებს.1.დახმარების აღმოჩენას კაპილარული სისხლდენის დროს (შესრულება მოცემულია ინსტრუქციაში წითელი ფლომასტერით თითზე აღნიშნავენ სისხლდენას.....); არტერიული სისხლდენის დახმარების აღმოჩენას. (ინსტრუქციაში მოცენულია რომ მხრის არტერიის დაზიანება აღნიშნონ;წითელი ფლომასტერით და შეასრულონ დახმარების პროცესი ლახტით); ინსტრუქციის თანახმად აღმოუჩენს პირველ დახმარებას. (წინა მხარზე აღნიშნავენ წითელი ფლომასტერით ვენის დაზიანებას და ასრულებენ დახმარების აღმოჩენის პროცესს). ორგანიზება ჯგუფური. დრო10წთ დისკუსია 5წთ დავალება: VIII კლასის ბიოლოგია პარაგრაფი 9 დრო 5წთ |
вторник, 23 октября 2012 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий