среда, 24 октября 2012 г.

სასწავლო პროექტი


სამიზნე ჯგუფი
მერვე კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა 9.
პროექტის სასწავლო მიზნები
1.პროექტის ბოლოს მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი მკლევარის საქმიანობის შესზხებ;
2. განუვითარდებათ თვითშეფასებისა და თვითკონტროლის, კლევის დაგეგმვის, ჩატარების, მონაცემების სეგროვება–დამუშავების და გაანალიზების უნარი;
 3.შეაფასებენსაკუთარ თავზე დაკვირვებით, ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობას, ნერვული, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის ადაპტურ მოქმედებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი–ინდიკატორები.
ბიოლოგია მერვე– 5–6 მსჯელობს საჭმლის , მონელების, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების, ურთიერთ კავშირების შესახებ, ადგენეს  სქემებს;
ინდიკატორები:1.–8–7 ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს, გაზომვას, მოსმენას,(წნევა,პულსი, სუნთქვის სიხშირე), ვიზუალურ დაკვირვებას. შეგეგებს წარმოადგენს ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკების სახით.
2. კლევა 8 –2. მოსწავლეს შეუძლია კლევითი პროცედურის განხორციელება( მონაცემების აღრიცხვა).
3. კლევა 8 –3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშვალებებით.
4.კვლევა 8–4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ავნალიზი და შეფასება


მსვლელობა ( აქტივობა და დრო)
მოსამზადებელი სამუშაო: მიზანი გააცნოს მერვე კლასის მოსწავლეება და დირექციას.
დაკონკრეტეს, რომელი წყაროებიდან მოეპოვებინათ ინფორმაციები: ენციკლოპედიებიდან, ჟურნალებიდან, ბიოლოგიის სახელმძღვანელოებიდან, ინტერნეტიდან.
           დაგინდა სამუშაო ვადები
ორი საათი. მათი ჩატარების ადგილი (ბიოლოგიის კაბინეტი).

საკლასო პროექტის გეგმა,განხორციელება და ვადები:
                  
                1.აქტივობა
1.ორგანიზაციული მომენტი დრო 5წთ.
2.აქტივობა: მასწავლებლის შესავალი სიტყვა: დღეს ჩვენი გაკვეთილი უჩვეულო იქნება ,რადგან ვატარებთ კვლევას ჩვენს ორგანიზმზე( წნევა,პულსი, სუნთქვის სიხშირე,). გულის ნორმალერ მუშაობას ხელს უწყობს ფიზიკური ვარჯიში,აქტიური ცხოვრების წესი. ამ დროს იზრდება გულის კუნთში განვლილი სისხლის მოცულობა, სხეული უკეთესად მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ორგანიზმის დატვირთვით იზრდება სუნთქვის სიხშიერე რაც უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მოწოდებას.

        3. აქტივობა კვლევა:
1. მშვიდ მდომარეობაში გულის შეკუმშვის( პულსი, სუნთქვის სიხშირის და წნევის გაზომვა;       
                                                დრო 20 წთ.

მასწავლებელი რიგრიგობით მოსწავლეებს უზომავს წნევას, პულსს და სუნთქვის სიხშირეს( წნევის აპარატით და პალპაციით, წამზომის გამოყენებით), რასაც აფიქსირებენ მონაცემების სადემონსტრაციო ფურცელზე.

2. 1წთ. განმავლობაში თითეული მოსწავლე აკეთებს ბუქნებს მაქსიმალური შესაძლებლობით. მასწავლებელი უზომავს გულის ცემას, სუნთქვის სიხშირეს და შეაქვს მონაცემების ფურცელზე. პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახარისხებენ და ინახავენ მონაცემების ფურცლებს.
                    დრო .     20 წთ.


                       აქტივობა მეოთხე
1.      მიღებული მონაცემებიდან ჯგუფები ადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს და გრაფიკებს. ამზადებენ კომპიუტერსი სესატანად.
2.       შაჯამეს შედეგები: თავიანთი აგებული ცხრილების, დიაგრამების გრაფიკების მიხედვით და გადაიტავეს დემონსტრაციის დაფაზე  
                                             დრო 20 წთ.
3.      თვითეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაციები თუ როგორ იზრდება სუნთქვისა და გულის ცემის სიხშირის მაჩვენებლები ფიზიკური დატვირტვის შედეგად; რა გავლენას ახდენს ვარჯიში ორგანიზმზე.

        რეფლექსია შედგა შემდეგი შეკითხვებით

მოგეწონათ თუ არა მუშაობის ამგვარი ფორმა? რა იყო საინტერესო გაკვეთილში. რა არ გამოგვივიდა გაკვეთილში რა რჩევებს მისცემდით ერთმანეთს მიღებული შეგეგების საფუძველზე? რა დასკვნა გამოიტანეთ კლასის ფიზიკური განვითარების შესახებ? აუცილებელია თუ არა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება?

                                                                                            დრო 20წთ.
შეფასება
ა) ურთიერთშეფასება– რომელი მოსწავლეები იყვნენ გამორჩეული მსჯელობის უნარით

ბ) სიტყვიერიშეფასება მასწავლებლის მიერ
                                  დრო 5 წთ.
საგანმანთლებლო რესურსი.
ტექნიკა და ინსტრუმენტები: წნევის აპარატი ,წამზომი, ფურცლები მონაცემების შესატანად, მარკერები, წებოვანი ლენტი ,საწერი კალამი, ციფრული აპარატი, კომპიუტერი.

       ინფორმაციის წყაროები:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა
2. ბიოლოგიის სახელმძღვანელოები
3.ადამიანის ანატომაია(ცუზმერი,პეტრიშინა)
4.ინტერნეტი

გული


გული (ლათ.  соr , ბერძნ. καρδιά) — ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო , რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას .
გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის (ქორდიანები) ნაწილში.
უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა (უმაღლესი ჭიები, ფეხსახსრიანები და სხვა). ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად (მოლუსკებიხერხემლიანები ).
ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოები , თევზები , ამფიბიებიის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარჯუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.
 

вторник, 23 октября 2012 г.

გაკვეთილის გეგმა

მთავარი თემასისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა
სწავლების საფეხურიმეორე საფეხური
მოსწავლეთა პროფილიმერვე კლასი: კლასში 8 მოსწავლეა მოსწავლეები. განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებენ.
გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობამოსწავლეები სწავლობენ გულის აგებულებას სისხლის მოძრაობის თავისებურებებს ორგანიზმში. პირველი დახმარების ღონისძიებებს არტერიული, კაპილარული და ვენური სისხლდენის დროს, რომელსაც გამოიყენებენ საჭირო სიტუაციაში.
მიზნები და შედეგებიშედეგი–5 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიურიდა ფიზიოლოგიური თავისებურებები.
ინდიკატორი_4:
მიზანი–იყენებს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის სქემას/მოდელს მისი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ. მოიპოვებს ინფორმაციას სისხლდენის სახეებზე (ისტ_ის გამოყენებით); შეისწავლის I დახმარების ღონისძიებებს კაპილარული, ვენური და არტერიული სისხლდენის დროს, რომელსაც გამოიყენებს საჭირო სიტუაციაში.
აუცილებელი წინარე ცოდნამოსწავლემ იცის, რომ სისხლის საშუალებით ორგანიზმი ღებულობს საკვებს და ჟანგბადს. ძუძუმწოვრების გული, რომ 4საკნიანია და აქვს სისხლის მიმოქცევის ორი წრე მცირე და დიდი.
შეფასების საგანი და პროცედურებიმიღებული ცოდნა და სქემებზე მუშაობის უნარ ჩვევები. სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებზე მსჯელობა, მოსწავლეთა მიერ სიმულაციური თამაშების წარმოდგენა: ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანისათვის კაპილარული ვენური და არტერიული სისხლდენის დროს პირველი დახმარების აღმოჩენა.
გამოყენებული მასალები და ტექნიკური საშუალებებიVIII კლასის ბიოლოგიის წიგნში მოცემული ილუსტრაციები. ტაბულა_“გულის აგებულება და სისხლის მიმოქცევა, გულის მოდელები სამუშაო ფურცლები_ინსტრუქციები.შესაბამისი მასალებით ისტ_ით მოპოვებული ინფორმაციები პირველი დახმარების ღონისძიებებზე კაპილარული, ვენური და არტერიული სისხლდენის შემთხვევაში.
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტიI აქტივობა_საშინაო დავალების შემოწმება ფრონტალური კითხვებით: რა მიეკუთვნება ორგანიზმის შინაგან გარემოს რა ფუნქცია აქვს ერითროციტებს? რა არის სისხლის მოძრაობის ძირითადი ორგანო?
მოსწავლეთა ორგანიზება მთელ კლასთან, დრო 5 წუთი.
II აქტივობა_ ახალი მასალა_გული, სისხლის მიმოქცევის წრეები და პირველი დახმარება  სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მოსწავლეებს უსვამ კითხვებს: რამდენი ნაწილისაგან შედგება  ძუძუმწოვრების გული?
მოსწავლეთა პასუხი: ძუძუმწოვრების გული შედგება 4 ნაწილისგან, ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ტაბულაზე ვუჩვენებ წინა გულებსა და პარკუჭებს, ვაჩვენებ მათგან გამომავალ არტერიებს ვუხსნი, რომ წინა გულებსა და პარკუჭებს შორის არის კარიანი სარქველები, რომლებიც იხსნება პარკუჭის მიმართულებით, ხოლო პარკუჭებსა და მისგან გამომავალ არტერიებს შორის არის ნამგლისებრი სარქველები და რომ სარქველები უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით. მოსწავლეებს ვაძლევ გულის მოდელებს, რომელზედაც წიგნის ილუსტრაციების დახმარებით არკვევენ წინა გულებს, პარკუჭებს გულის კედლების სისქეს სარქველებს და არტერიებს.
ვასახელებ სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზებს დიდი წრე–მარცხენა პარკუჭიდან არტერიების, კაპილარების და ვენების გავლით მარჯვენა წინა გულამდე; მცირე წრე–მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარების და ვენების გავლით მარცხენა წინა გულამდე.
ტაბულაზე მოსწავლე კლასს უჩვენებს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზას.
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს როგორ იცვლება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში სისხლის შედგენილობა.
III აქტივობა_ისტ_ით www.cyh.com/health topics მოპოვებილი ინფორმაციის გაცნობა სისხლდენის სახეებზე და პირველი დახმარების აღმოჩენის ღონისძიებებზე.
    მოსწავლეთა ორგანიზება_მთელ კლასთან დრო 20 წუთი.
IV აქტივობა_სიმულაციური თამაშები:
    მოსწავლეებს ვურიგებ ინსტრუქციებს. სისხლდენის სახეებზე ეცნობიან და ირჩევენ ჯგუფის წევრებს.1.დახმარების აღმოჩენას კაპილარული სისხლდენის დროს (შესრულება მოცემულია ინსტრუქციაში წითელი ფლომასტერით თითზე აღნიშნავენ სისხლდენას.....); არტერიული სისხლდენის დახმარების აღმოჩენას. (ინსტრუქციაში მოცენულია რომ მხრის არტერიის დაზიანება აღნიშნონ;წითელი ფლომასტერით და შეასრულონ დახმარების პროცესი ლახტით); ინსტრუქციის თანახმად აღმოუჩენს პირველ დახმარებას. (წინა მხარზე აღნიშნავენ წითელი ფლომასტერით ვენის დაზიანებას და ასრულებენ დახმარების აღმოჩენის პროცესს).
ორგანიზება ჯგუფური. დრო10წთ
დისკუსია 5წთ
დავალება: VIII კლასის ბიოლოგია პარაგრაფი 9  დრო 5წთ